17-18 ოქტომბერი, 2024
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის იტალიანისტიკის მიმართულება 2024 წლის 17-18 ოქტომბერს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას პეტრარკას მრავალმხრივი სამყარო, რომელიც მიეძღვნება პეტრარკას გარდაცვალებიდან 650-ე წლისთავს.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა ქართული
რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
- კონფერენციის ჩატარების თარიღი: 17-18 ოქტომბერი, 2024
- თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი, 2024
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsu.conference7@gmail.com
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა კონფერენციის შრომების კრებული, რომელიც განთავსდება თსუს რეპოზიტორსა და ResearchGate-ის ბაზაში.
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word-სა და იდენტური შინაარსის შემცველ PDF-ში) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ბოლოს — საკვანძო სიტყვები.